28
ნოემბერი
2025
2025 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 7.47 ლარამდე გაიზარდა, რაც 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით 2.3%-იან, ხოლო წლიურ ჭრილში 10.3%-იან ზრდას წარმოადგენს. ხაჭაპურის ინდექსის სეზონური ზრდა ძირითადად რძისა და რძის პროდუქტების ფასების მატებამ განაპირობა, რაც ნედლი რძის სეზონური ხელმისაწვდომობის შემცირებასა და იმპორტირებულ რძის ფხვნილზე მზარდ დამოკიდებულებას ასახავს.
20
ნოემბერი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 6.7%-ით, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 5.2%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.6% იქნება.
31
ოქტომბერი
2025
აღნიშნული ნაშრომი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
31
ოქტომბერი
2025
2025 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7.3 ლარი შეადგინა, რაც 3.5%-იანი ზრდაა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით და 10.3%-იანი ზრდა 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით.
27
ოქტომბერი
2025
2025 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 9.0 პუნქტით გაიზარდა და 7.5-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება სოფლის მეურნეობისა (21.1) და მშენებლობის (18.5) სექტორებში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.