12
იანვარი
2026
2025 წელს საქართველოს მთავრობამ გააგრძელა არასტანდარტული (დაბალი ხარისხის) მანდარინის სუბსიდირება და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2.6 მლნ ლარი გამოუყო. ადგილობრივმა ციტრუსის გადამამუშავებელმა კომპანიებმა, რომლებმაც ფერმერებისგან არასტანდარტული მანდარინი კილოგრამი მინიმუმ 40 თეთრად შეისყიდეს, მთავრობისგან 35-თეთრიანი სუბსიდია მიიღეს.
12
იანვარი
2026
წინასწარი შეფასების მიხედვით, რეალური მშპ 2025 წლის მესამე კვარტალში წლიურად დაახლოებით 6.5%-ით გაიზარდა (იხ. გრაფიკი 1), რაც მეორე კვარტლის 7.3%-თან შედარებით შენელებულია, თუმცა 2022 წლამდე არსებულ ნორმაზე მაღალია. ზრდა კვლავ სერვისებითაა განპირობებული: ზრდის ძირითადი წყარო ზაფხულის ტურიზმმა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა და ტრანსპორტმა განაპირობა, ხოლო რეექსპორტის ნორმალიზების გამო წარმოება და მშენებლობა/კომუნალური მომსახურება შენელდა.
30
დეკემბერი
2025
2025 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 7.86 ლარამდე გაიზარდა, რაც 2025 წლის ნოემბერთან შედარებით 5.2%-იან, ხოლო 2024 წლის დეკემბერთან შედარებით მნიშვნელოვან, 11.8%-იან ზრდას წარმოადგენს.
25
დეკემბერი
2025
2025 წლის დეკემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) -11.7 ინდექსის პუნქტამდე შემცირდა, რაც ნოემბერთან შედარებით მომხმარებელთა განწყობის შესუსტებას აღნიშნავს.
22
დეკემბერი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 6.7%-ით, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 5.2%ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.6% იქნება.