იმიტაციის, აკრძალული ხილისა და მკვახე ყურძნის შესახებ
13
დეკემბერი
2013
ბევრისათვის საქართველოს შრომის ბაზარი ამოუცნობი ფენომენია. კომპანიები ინჟინრების ნაკლებობას უჩივიან და ამიტომ საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებასა და დიდი ზომის ინვესტიციებს ერიდებიან. ამავდროულად, ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც ტექნიკური საგნების შესწავლით შეეძლოთ ეხეირათ, სამართალს, ბიზნესის ადმინისტრირებასა და მსგავს სპეციალობებს ეუფლებიან. პოპულარული პროფესიის მქონე ადამიანთა რაოდენობა კი გაცილებით აღემატება ფირმების მიერ ამ კადრებზე მოთხოვნის რაოდენობას.