გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2016 წლის 20 სექტემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2016 წლის სექტემბერში, ამავე წლის აგვისტოსთან შედარებით, ISET-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 13 პუნქტით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, თუ თვალს გადავავლებთ ინდექსის 4-წლიან ისტორიას. -28.7 პუნქტიდან -15.7 პუნქტამდე გაზრდით, მომხმარებელთა განწყობის ინდექსი დაუბრუნდა „ჩვეულ“ ნიშნულს, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აცდენილი იყო, უფრო ზუსტად კი 2014 წლის შემოდგომიდან, რისი მიზეზიც ლარის მკვეთრი გაუფასურება იყო.
As part of a partnership arrangement under the “Good Jobs for Inclusive Growth” study, Yasya Babych of MPRC was invited to participate in an Interim workshop dubbed “Enabling Conditions for Inclusive Growth and Good Jobs: A Role for Development Partners” held on 15-16 September 2016 in Manila, the Philippines by the Asian Development Bank (ADB).
8 ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტი გვესმის ქართული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო დაპირებებზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკური კონკურენცია სასტიკი რამეა, აღარავის უკვირს აშკარად პოპულისტური განცხადებები – პოლიტიკური დაპირებები (ჯერ კიდევ არისტოფანეს დროიდან), რაც ძალიან პოპულარულია ამომრჩევლებში, მაგრამ რთული ან თითქმის შეუსრულებელია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2016 წლის 19 სექტემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.