შეავსე ფორმა
Logo
იანვარი 2020 | ხაჭაპურის ინდექსი მათთვის, ვინც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებს
10 თებერვალი 2020

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2020 წლის იანვრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

სურსათის ფასებს ცეცხლი უკიდია
30 დეკემბერი 2019

სურსათის ფასების ინდექსის (FPI) მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში, 2018 წლის ამავე თვესთან შედარებით, ფასებმა საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე 13.4%-ით მოიმატა და მთლიანი სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) ცვლილებაში 4.02 პროცენტულ პუნქტი შეადგინა. 2011 წლის აგვისტოდან მოყოლებული საკვების წლიურმა ინფლაციამ ყველაზე მაღალ ნიშნულს ბოლო თვეებში მიაღწია (იხ. გრაფიკი 1).

დეკემბერი 2019 | ახალი წლის სუფრის ინდექსი - 2019!
27 დეკემბერი 2019

ტრადიციულად საქართველოში ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტიც აგრძელებს ტრადიციას და მკითხველს ხაჭაპურის ინდექსის საახალწლო გამოშვებას სთავაზობს. საახალწლო სუფრის ინდექსი ითვლის, რა უჯდება სტანდარტული სადღესასწაულო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: სადღესასწაულო სეზონისთვის ოპტიმისტურად განწყობილი ვაჭრობის სექტორი
16 დეკემბერი 2019

2019 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუმჯობესდა და 18.5 პუნქტამდე გაიზარდა, რაც 10.2 პუნქტით მეტია წინა კვარტლის მაჩვენებელზე. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე დიდი ზრდა საცალო ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში დაფიქსირდა. აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის განწყობის ინდექსის ზრდა გამოწვეულია როგორც მიმდინარე საქმიანობის შეფასების ზრდით, ისე მოლოდინების გაუმჯობესებით.

ნოემბერი 2019 | ხაჭაპურის ინდექსის ინფლაციამ 12.6%-ს მიაღწია
29 ნოემბერი 2019

ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის აღმავალი ტრენდი 2019 წლის ნოემბერშიც გაგრძელდა. ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 4.1 ლარი შეადგინა, რაც წინა (2019 წლის ოქტომბრის) თვესთან შედარებით 6.1%-ით, წინა წლის ნოემბერთან შედარებით კი 12.6%-ით მეტია.

შეავსე ფორმა