შეავსე ფორმა
Logo
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA)
20 მარტი 2017

საქართველოს მეწარმეთა შესახებ მოქმედი კანონის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული საჯარო კონსულტაციების შედეგად, 2013 წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა საქართველოს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტი.

მართლმადიდებელი ეკლესია: საკუთარი წარმატების მსხვერპლი?
20 მარტი 2017

დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკა ტაბუდადებული იყო. თუმცა სულ ახლახან, თავად ეკლესიის მსახურებმა მოხსნეს ეკლესიას ეს ტაბუ და საჯაროდ გამოიტანეს ეკლესიაში არსებული ურთიერთდაპირისპირება. 2016 წელს, პაპ ფრანსისის ვიზიტს ორმხრივი ბრალდებები მოჰყვა. დეკანოზი დავით ისაკაძე პაპის ვიზიტს ეწინააღმდეგებოდა და ორ დეკანოზს, თეოდორე გიგნაძესა და ალექსანდრე გალდავას სექტანტობასა და ეკლესიის მტრობაში ადანაშაულებდა.

ნოსტალგიის ფასი დიასპორისთვის
20 მარტი 2017

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2017 წლის 20 მარტის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ქართველ აგრომეწარმეთა ახალი თაობა
18 მარტი 2017

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის „დასაქმების გლობალური ტენდენციები“ მიხედვით, მთელ მსოფლიოში სოფლის მეურნეობაზე დასაქმების 32% მოდის, აზიასა და წყნარ ოკეანეთში – 39%. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობა იშვიათად ხვდება ახალგაზრდების საოცნებო სამსახურების სიაში.

შეშა როგორც უალტერნატივო საწვავი შინამეურნეობებისთვის?
17 მარტი 2017

მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე გაზიფიცირების პროცესის სწრაფი ტემპებისა, შეშა კვლავაც რჩებია შინამეურნეობათა ძირითად საწვავად. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის თანახმად, 2014 წელს შინამეურნეობებმა საქართველოში 19,131 ტერაჯოული ბიოსაწვავი და ნარჩენები (ძირითადად შეშა) მოიხმარეს. შეშის წილი შინამეურნეობის მიერ მოხმარებულ ჯამურ ენერგიაში 38%-ს შეადგენს.

შეავსე ფორმა