19
თებერვალი
2018
ბიზნეს სექტორის მოლოდინების მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად, ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2018 წლის პირველ კვარტალში კიდევ ერთხელ გაიზარდა (ზედიზედ ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში) და 31.4 პუნქტი შეადგინა. აღნიშნული 3.2 პუნქტით აღემატება წინა კვარტლის შესაბამის მაჩვენებელს. გამოკითხულთა 60% ელოდება საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გაუმჯობესებას მომავალი სამი თვის განმავლობაში.
12
თებერვალი
2018
ბანკების მომგებიანობისადმი ინტერესი ყოვეწლიურად იზრდება. გუგლის ძიების მონაცემები აჩვენებს, რომ 2017 წელს 4,700 ჩანაწერი (სტატია, ბლოგი, კომენტარი და სხვა დოკუმენტი) მოიძებნა „ბანკების მოგების“ შესახებ. 2016 წელს იგივე მაჩვენებელი 2,990 იყო, 2015 წელს კი კიდევ უფრო მცირე – 2,160 ჩანაწერი. ასეთ მზარდ ინტერესს ობიექტური მიზეზი აქვს, რაც ძალიან მარტივია. 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, კომერციული ბანკების მოგება ,მნიშვნელოვნად, 190 მლნ. ლარით გაიზარდა (პროცენტებში თუ გაინტერესებთ – 28%) და 869 მლნ. ლარი შეადგინა.
01
იანვარი
2018
კვლევა აფასებს, რა გავლენას ახდენს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში კომპანიების ფინანსურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
01
დეკემბერი
2017
ამ ინიციატივის მიზანი რეფორმეტრის მისიის შესრულების მხარდაჭერაა, რისთვისაც პროექტის გუნდი პოლიტიკის დოკუმენტებით, ინოვაციური ინდიკატორებითა და ანალიტიკური პროდუქტებით სიღრმისეულად შეაფასებს მთავრობის მიერ ჩატარებულ რეფორმებს.
29
ნოემბერი
2017
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI) დაიწყო „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონპროექტის შერჩეულ საკითხებზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მომზადება. პროექტში ISET-PI-ის პარტნიორია გერმანული საკონსულტაციო ჯგუფი Berlin Economists.