შეავსე ფორმა
Logo
პროფესიონალები ქართულ სოფლის მეურნეობაში
26 ნოემბერი 2016

ახლახან ISET Economist-ის ბლოგზე „შამათიას“ კოოპერატივზე დაიწერა. კოოპერატივის მარწყვის ნერგები დარგვიდან მალევე იწყებდა ხმობას. კოოპერატივმა მიზეზის დასადგენად და პრობლემის გადასაჭრელად ქვეყნის არაერთ ექსპერტთან გაიარა კონსულტაციები, თუმცა უშედეგოდ. პრობლემის მიზეზი ნათელი გახდა მხოლოდ ნერგების ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნის შემდეგ. ამასობაში კი კოოპერატივმა 15 000 ლარი იზარალა.

ნოემბერი 2016 | ორი წლის განმავლობაში ექსპორტი წლიურ ჭრილში პირველად გაიზარდა
21 ნოემბერი 2016

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2016 წლის ნოემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

სტრუქტურული ტრანსფორმაცია საქართველოში – კუს ნაბიჯებით სწორი მიმართულებით
21 ნოემბერი 2016

სტრუქტურული ტრანსფორმაცია ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. თითქმის გამონაკლისის გარეშე, ერებმა, რომელთაც სიღარიბე დაძლიეს, შეძლეს დაბალპროდუქტიული სექტორებიდან ნელ-ნელა გამოსულიყვნენ და ეკონომიკა უფრო მრავალფეროვანი გაეხადათ. განვითარებულ ქვეყნებში სექტორების პროდუქტიულობებს შორის, როგორც წესი, სხვაობა მცირეა, ზრდაც სექტორში პროდუქტიულობის გაუმჯობესების ხარჯზე ხდება.

რძის პროდუქტების მოხმარება იზრდება
21 ნოემბერი 2016

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2016 წლის 21 ნოემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ნეტო აღრიცხვის რეგულაცია საქართველოში: ნათელი რევოლუციის დასაწყისი
19 ნოემბერი 2016

რამდენიმე კვირის წინ ელონ მასკმა (SpaceX-ის და Tesla Motors-ის გენერალური დირექტორი და, სხვა მრავალ კომპანიასთან ერთად, SolarCity-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) ორი ახალი პროდუქტი წარადგინა: სახურავის მზის ფილები SolarCity-სგან და Tesla’s Powerwall 2 (ბატარეა), რომლებიც ერთად გამოსაყენებლად შეიქმნა და რევოლუციას მოახდენს მზის ენერგიის ფოტოელექტრო სისტემებში. ამ სიახლემ აღაფრთოვანა მთელი მსოფლიოს (მათ შორის საქართველოს) ენერგეტიკის დარგის სპეციალისტები, გარემოს დამცველები და განახლებადი ენერგიის მხარდამჭერები.

შეავსე ფორმა