შეავსე ფორმა
Logo
ნოემბერი 2024 | მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი
02 დეკემბერი 2024

პოლარიზაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებამ მასშტაბური პროტესტი გამოიწვია თბილისსა და სხვა ქალაქებში, რასაც თან ახლდა მთავრობის მხრიდან ძალადობა დემონსტრანტების მიმართ. დაპირისპირების ამ უპრეცედენტო მწვერვალს წინ უძღოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მზარდი დაძაბულობა, რაც მოიცავდა არჩევნებისწინა დემონსტრაციებს და მიხეილ ყაველაშვილის, ყოფილი ფეხბურთელისა და ევროსკეპტიკური პარტიის „ხალხის ძალის“ თანადამფუძნებლის, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად სადავო წარდგენას.

ოქტომბერი 2024 | მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი
31 ოქტომბერი 2024

ისტორიულად, წინასაარჩევნო პერიოდები მაღალი პოლარიზაციით ხასიათდებოდა, ინდექსი ხშირად პიკს აღწევდა არჩევნების დღეს დაძაბულობის ზრდისა და საჯარო დისკურსის გამწვავების ფონზე. თუმცა, ამ საარჩევნო ციკლმა მოლოდინები არ გაამართლა, რადგან როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე შესამჩნევად მშვიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პოლარიზაციის ინდექსი მთლიანობაში სტაბილური რჩებოდა, ის კვლავ რეაგირებს კონკრეტულ მოვლენებზე და თვის განმავლობაში მერყეობას განიცდის.

სექტემბერი 2024 | მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი
30 სექტემბერი 2024

ქარიშხლის მოლოდინში: პოლარიზაციის ინდექსი სექტემბერში სტაბილური იყო. ქართულმა ოცნებამ 26 სექტემბერს 170-კაციანი პარტიული სია გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენიმე ცნობილი სპორტსმენიც მოხვდა. პარალელურად, წინასაარჩევნოდ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ სცადა ახალი კოალიციის შექმნა, თუმცა უშედეგოდ. დაპირისპირება გამოიწვია ქართული ოცნების ლიდერების კომენტარებმაც 2008 წლის რუსეთის ომთან დაკავშირებით.

აგვისტო 2024 | მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი
02 სექტემბერი 2024

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანია, აგვისტო შედარებით მშვიდი იყო და წინა თვესთან შედარებით აქტიურობაცა და მედიის პოლარიზაციაც მნიშვნელოვნად დაეცა.

ივლისი 2024 | მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი
01 აგვისტო 2024

ივლისში პოლარიზაციის ინდექსი კვლავ გაიზარდა, რაც განაპირობა ისეთმა მნიშვნელოვანმა მოვლენებმა, როგორიც იყო შეერთებული შტატების „ღირსეული პარტნიორი 2024“ სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადავადება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ საპენსიო კანონთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტის პარლამენტისთვის უკან დაბრუნება, ასევე პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნა, რომელიც მოგვიანებით სასამართლომ შეაჩერა.

შეავსე ფორმა