თბილისი: ვითომ ახალი რეგიონული სავაჭრო ოაზისი?
22
ოქტომბერი
2015
როგორც ISET-ის მომხმარებელთა ნდობის ინდექსის ბოლო ანგარიში იუწყება, ქართველ მომხმარებლებს არ აქვთ სავაჭრო განწყობა. თუმცა თბილისი კიდევ ერთხელ შეაზანზარა მთელ რეგიონში უდიდესი სავაჭრო და გასართობი ცენტრის, ისთ ფოინთის ზარზეიმით გახსნამ. შედეგად, თუ მომხმარებელთა ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმს აღწევს, საცალო ვაჭრობის სივრცე და მსოფლიო დონის სავაჭრო ცენტრები ნამდვილ პიკზეა.