შეავსე ფორმა
Logo
საქართველოს ახალი მოდუს ოპერანტი
04 მარტი 2017

ზემოთ მოყვანილი ციტატა კარგად მიესადაგება ევროკავშირის დღევანდელ მდგომარეობას, რომლის კრიზისი გრძელდება, ღრმავდება და უფრო და უფრო მეტ სუბიექტს ითრევს. გავიხსენოთ რამდენიმე კარგად ცნობილი მოვლენა და ფაქტი: საბერძნეთი, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ჩაერთო მოვლენათა ამ ჯაჭვში, როდესაც 2009 წელს ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობას საფრთხე შეექმნა. იმ პერიოდში, არაოფიციალური შეფასებით, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 7%-იდან ჯერ 13%-მდე, შემდეგ კი 15%-მდე გაიზარდა.

ოქტომბერი 2016 | ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდას ახალისებს, უარყოფითი გარეგანი შოკები კი კვლავ აფერხებენ ეკონომიკურ აქტივობას
20 ოქტომბერი 2016

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2016 წლის ოქტომბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ევროპის მონეტარული მარცხი
14 თებერვალი 2016

ამ კვირაში ეკონომიკურად დასუსტებულ ევროპას კიდევ ერთი გიჟური იდეა მოუვიდა თავში. ევროპელი პოლიტიკოსების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, 500-ევროიან კუპიურას ხმარებიდან ამოიღებენ, ხოლო ნაღდი ფულით 5000 ევროზე მეტის გადახდა არალეგალური გახდება. მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცხადებული მიზანი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ზომების მიღებაა, თუმცა, როგორც ჰანს-ვერნერ სინმა Frankfurter Allgemeine Zeitung-ში ახსნა, რეალური მიზანი საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა.

ქართული ვალუტა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში
14 სექტემბერი 2015

ადვილი მისახვედრია, რას ნიშნავს სუსტი ან ძლიერი ეკონომიკა. ჩვენ ვიცით, რომ ძლიერი ეკონომიკა ხასიათდება უმუშევრობის დაბალი და ზრდის მაღალი მაჩვენებლით. სხვა სასურველი მახასიათებლებია სიღარიბისა და საშემოსავლო დისბალანსის დაბალი დონე, ყველა მოქალაქე ცხოვრობს კარგად.

შეავსე ფორმა