შეავსე ფორმა
Logo
კვლევა საქართველოში ახალგაზრდული მეწარმეობის სტიმულირების შესახებ
02 აგვისტო 2021

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

კვლევა საქართველოში ახალგაზრდების მეწარმეობის სტიმულირებაზე: ბარიერების გაგება და რეკომენდაციები რეფორმის ინტერვენციისთვის
29 ივნისი 2020

კვლევის მიზანი იყო საქართველოში ახალგაზრდების მეწარმეობის წინაშე არსებული ბარიერების გამოვლინება და ინტერვენციის სტრატეგიების შემუშავება, რაც ეკოსისტემის მოთამაშეებს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. ISET-ის კვლევითმა გუნდმა კვლევის ძირითად მეთოდად გამოიყენა იზენბერგის მეწარმეობის მოდელი (2010 წ.) და შეაფასა მოქმედი პოლიტიკის, ფინანსების, კულტურის, მხარდაჭერის, ადამიანური კაპიტალისა და ბაზრების როლი საქართველოში მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებაში.

საქართველოში განვითარებადი და პოტენციური კლასტერების კლასიფიცირება
13 მაისი 2019

პროექტი ევროკავშირის IPSC პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი გაეროს ოთხი სააგენტოს – UNDP, FAO, UNIDO, IOM – ერთობლივი ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა.

ბიზნეს-ქეისები: ვისწავლოთ ქართველი მეწარმეების გამოცდილებიდან
30 ივლისი 2018

ამ წიგნში თავს იყრის რვა ბიზნეს-ქეისი, რომლებიც დაფუძნებულია ქართველი მეწარმეების ისტორიებზე. ამ მეწარმეებმა გამოიჩინეს გამბედაობა, დაეწყოთ საკუთარი ბიზნესი. დიახ, გამბედაობა, რადგან მათ გამოიარეს სირთულეებით სავსე გზა ბიზნეს-გარემოში, რომელიც არც თუ ისე მეგობრულია ახალდამ­წყებებისადმი.

საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
31 ოქტომბერი 2017

2013 წელს საქართველოს მეწარმეთა შესახებ მოქმედი კანონის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული საჯარო კონსულტაციების შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა საქართველოს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი („კანონპროექტი“).

შეავსე ფორმა