30
სექტემბერი
2025
2025 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7.05 ლარი შეადგინა. 2025 წლის ივლისიდან მოყოლებული, ხაჭაპურის ინდექსი ზრდის ტენდენციას ავლენს – სექტემბერში ფასი 12.3%-ით გაიზარდა 2025 წლის ივნისთან შედარებით. თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ყველის 16.1%-იანი გაძვირება ამავე პერიოდში.
22
სექტემბერი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, ივლისის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6.3%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.3% იქნება.
29
აგვისტო
2025
2025 წლის აგვისტოში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.76 ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ივლისთან შედარებით 5.8%-იანი ზრდაა. წლიურ ჭრილში – 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით – ფასი 9.8%-ით გაიზარდა.
20
აგვისტო
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, ივნისის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6.3%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.3% იქნება.
31
ივლისი
2025
2025 წლის ივლისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.39 ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 1.7%-იანი ზრდაა. წლიურ ჭრილში, 2024 წლის ივლისთან შედარებით, ფასი 10.4%-ით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საკვები პროდუქტების ფასები მნიშვნელოვნად იზრდება.