გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის მე-19 ანგარიში, რომელიც 2021 წლის იანვარ-მარტის მონაცემებს მიმოიხილავს, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ჩვენს ერთ-ერთ ბოლო ბლოგში ლუკ ლერუსმა საქართველოში სივრცითი დანაწევრების ცნებაზე ისაუბრა. ამ ბლოგით ავტორი შეეცადა, პასუხი გაეცა კითხვაზე, შეეჩვივნენ თუ არა ადამიანები დისტანციურად მუშაობას ახლა, როდესაც COVID-19-ის კრიზისმა მათ ეს ახალი შესაძლებლობა მისცა. თუ ასეა, შეიძლება თუ არა ამან დედაქალაქში მიგრანტების შემოდინება შეანელოს, რაც, თავის მხრივ, თბილისის ინფრასტრუქტურაზე ზეწოლას შეამცირებს. რამდენად მოსალოდნელია, რომ ადამიანები პანდემიის შემდეგაც გააგრძელებენ სოფლად ცხოვრებასა და დისტანციურად მუშაობას?
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის მე-18 ანგარიში, რომელიც 2020 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებს მიმოიხილავს, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2014 წლამდე თბილისის მოსახლეობის რიცხვი მეტნაკლებად მუდმივი იყო და, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის შემცირების კვალდაკვალ, მცირე ტემპით იკლებდა კიდეც. 2014 წლიდან კი დედაქალაქის მიმართულებით მიგრაცია იზრდება, როგორც ეს ქვემოთ გრაფიკზეა მოცემული.
როგორც ვხედავთ, ქალაქის ეკოლოგიაზე ზეწოლა იზრდება, ამიტომ აუცილებელია გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უფრო ჯანსაღი საცხოვრებელი სივრცის შექმნას შეუწყობს ხელს. ითვლება, რომ ამის მიღწევის ერთ-ერთი ეფექტური გზა ურბანული პარკების განვითარებაა. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის ტენდენცია საპირისპიროზე მეტყველებს: ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცის ფართობი თბილისში მკვეთრად შემცირდა; თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შეფასება აჩვენებს, რომ 2010-2018 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცის ფართობი 5.6-დან 1.3 კვ.მ-მდე შემცირდა, რაც საშუალო ევროპულ სტანდარტზე – 10-15 კვ.მ. ერთ სულ მოსახლეზე – მკვეთრად დაბალია.