06
ოქტომბერი
2025
საქსტატის წინასწარი შეფასების მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნომინალურმა მშპ-მა 25,347.0 მლნ ლარი შეადგინა, რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ – 7.3%, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილებამ – 4.8%. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებულმა მშპ-მა 6,842 ლარი შეადგინა. ეკონომიკური გაფართოვება მეტწილად რამდენიმე სექტორის ძლიერმა ზრდამ განაპირობა.
22
სექტემბერი
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, ივლისის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6.3%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.3% იქნება.
20
აგვისტო
2025
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, ივნისის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6.3%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.3% იქნება.
01
ივლისი
2025
საქსტატის წინასწარი შეფასების მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნომინალურმა მშპ-მა 21,798.2 მლნ ლარი შეადგინა, რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ – 9.8%, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილებამ – 3.4%. ეკონომიკური ექსპანსია მეტწილად რამდენიმე სექტორის ძლიერმა ზრდამ განაპირობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: განათლება (+27.7%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (+28.5%), ადმინისტრაციული და დამხმარე საქმიანობები (29.7%), ჯანდაცვა და სოციალური სფერო (17.9%).
21
აპრილი
2025
საქსტატმა გამოაქვეყნა 2025 წლის თებერვლის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 7.7%-ს შეადგენს.