შეავსე ფორმა
Logo
ნოემბერი 2019 | ხაჭაპურის ინდექსის ინფლაციამ 12.6%-ს მიაღწია
29 ნოემბერი 2019

ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის აღმავალი ტრენდი 2019 წლის ნოემბერშიც გაგრძელდა. ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 4.1 ლარი შეადგინა, რაც წინა (2019 წლის ოქტომბრის) თვესთან შედარებით 6.1%-ით, წინა წლის ნოემბერთან შედარებით კი 12.6%-ით მეტია.

ოქტომბერი 2019 | ხაჭაპურის ინდექსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
25 ოქტომბერი 2019

ინდექსის აღმავალი ტრენდი ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაიწყო, ოქტომბერში კი მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ამ თვეში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 3,90 ლარს მიაღწია, რაც 6,6%-ით მეტია წინა თვესთან (2019 წლის სექტემბერთან) და 8.6%-ით მეტია წინა წლის (2018 წლის ოქტომბრის) მაჩვენებელთან შედარებით.

ლარის მოკლევადიანი მერყეობა: გამოცნობანას თამაში მაღალი ფსონებით
27 მაისი 2019

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ლარი აშშ დოლარის მიმართ ისევ გაუფასურდა. ქართულმა ვალუტამ დაახლოებით რვა თეთრით იკლო და მედიაში, პოლიტიკურ წრეებსა და ექსპერტებს შორის მღელვარების მორიგი ტალღა გამოიწვია. მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ მოკლევადიანი მერყეობაა, რომელიც გამოწვეულია უარყოფითი მოლოდინებით, თურქული ლირის გაუფასურებით და დოლარის გლობალური გამყარებით და, შესაბამისად, ბოლოდროინდელი მოვლენები დაკავშირებული არ არის ეკონიმიკის ფუნამენტურ ფაქტორებთან; მეორე მხრივ, ოპოზიციის წევრებმაც არ დააყოვნეს და ლარის გაუფასურების მიზეზად არაკომპეტენტური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა დაასახელეს.

15 აპრილი, 2019 | ხაჭაპურის ინდექსი მათთვის, ვინც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებს
15 აპრილი 2019

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2019 წლის 15 აპრილის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

27 ნოემბერი, 2017 | ხაჭაპური მათთვის, ვინც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებს
27 ნოემბერი 2017

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2017 წლის 27 ნოემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შეავსე ფორმა