2017 წელს, წინა წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 2.1%-ით არის შემცირებული. წინა წელთან შედარებით, მემცენარეობაში 0.4%-იანი, მეცხოველეობაში კი 3.8%-იანი კლება ფიქსირდება. წარმოების დონის შემცირება აისახა თვითუზრუნველყოფის კოეფიცინტებზე, რომელთა უმეტესობაც ასევე შემცირებულია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2018 წლის 25 ივნისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
საქართველოსა და სომხეთის მმართველი პარტიები სულ ცოტა ხნის წინ ტკბებოდნენ რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებლით. 2017 წელს სომხეთის შთამბეჭდავი, 7.5%-იანი და საქართველოს შედარებით მოკრძალებული 5%-იანი ზრდა ქებას ნამდვილად იმსახურებს. თუმცა ნიშნავს კი რამეს ეს რიცხვები ქართველებისა და სომხების უმრავლესობის ობიექტური კეთილდღეობისთვის? როგორ მოქმედებს მშპ-თი გაზომილი ეკონომიკური ზრდა ადამიანთა ბედნიერების სუბიექტურ აღქმაზე?
შემთხვევით, 1.7 ტრილიონი აშშ დოლარი ხომ არ გაქვთ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 2-10%-ს ჯერ კიდევ შეზღუდული აქვს წვდომა სასმელ წყალზე (წყლისა და მშვიდობის გლობალური პანელი, 2017 წ.; წყლის მსოფლიო პარტნიორობა და OECD, 2015 წ.). 2050 წლისთვის კი მსოფლიოში ყოველი ოთხიდან ერთი ადამიანი დადგება სუფთა წყლის მიწოდების შეწყვეტის პრობლემის წინაშე (გაერო, 2018 წ.).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2018 წლის 1-ლი კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.