შეავსე ფორმა
Logo
საქართველოს ეროვნული კონკურენტუნარიანობის კვლევის ანგარიში
04 ივნისი 2012

საქართველოს ეროვნული კონკურენტუნარიანობის კვლევის ანგარიში მიზნად ისახავს, კონკურენტუნარიანობის საკითხების ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევის საფუძველზე შეავსოს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ანგარიში. კერძოდ, ის შეისწავლის საქართველოს პოტენციალს, გამოიყენოს მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ბიზნეს-გარემო, რათა მოირგოს კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ჰაბის როლი.

საქართველოს ზრდის დიაგნოსტიკა
01 ივნისი 2011

ზრდის დიაგნოსტიკის პროექტი იყენებს კარგად ცნობილ მეთოდოლოგიურ ჩარჩოს, რათა გამოავლინოს ის შეზღუდვები, რომლებიც აფერხებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. აღნიშნული კვლევითი პროექტის მიზანი იყო საქართველოში ეკონომიკური რეფორმების ყველა პოტენციური სფეროს გაანალიზება, საკრედიტო ბაზრებიდან დაწყებული ინფრასტრუქტურაში ადამიანური კაპიტალით დამთავრებული, რის საფუძველზეც უნდა მომზადდეს რეფორმების პრიორიტეტების ყოვლისმომცველი შეფასება.

შეავსე ფორმა