ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი სამუელ ჰანთინგტონი წიგნში „მესამე ტალღა: დემოკრატიზაცია მეოცე საუკუნის ბოლოს“ (1991 წელი) მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში დაფიქსირებულ დემოკრატიზაციის სამ ტალღას აღწერს. პირველი ტალღის შედეგად წარმოიქმნა კლასიკური დემოკრატიის მქონე ქვეყნები, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო, ჩრდილოეთ ამერიკა.
ცოტა ხნის წინ ქართული მედია განგაშით იუწყებოდა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების შესახებ. ეს ეკონომიკური მონაცემებითაც დასტურდება. გრაფიკზე ნაჩვენებია 2005-2013 წლებისათვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლის პირველ ნახევარში. ცხადია, რომ წლების განმავლობაში საინვესტიციო აქტივობები ძალიან ცვალებადი იყო.
აშკარაა, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური კომპრომისი, რომლის თანახმადაც საქართველოში გვაქვს, ერთი მხრივ, მცირე ადგილობრივი თვითმმართველობები, რომლებიც ახლოს არიან ამომრჩევლებსა და სერვისის მომხმარებლებთან, მეორე მხრივ, კი შედარებით მაღალი ხარჯები, რასაც დიდი რაოდენობით ადგილობრივი თვითმმართველობები იწვევს.
პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანების ყურადღებას საქართველოში ბევრი მწვავე საკითხი იპყრობს. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ემოციურია და საზოგადოებაში კონსესუსის არსებობას არ მოითხოვს. თუმცა არის გამოწვევა, რომლის შესახებაც კონსესუსი უნდა შედგეს და რომელიც ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია.
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.