2023 წლის აპრილში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,249 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 11%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის აპრილში სრული წარმოება 1,125 მილიონი კილოვატსაათი იყო).
მომხმარებელთა განწყობა უმჯობესდება. მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 4.8 პუნქტით გაიზარდა და მარტში არსებული -28.8 პუნქტიდან აპრილში -24 პუნქტს მიაღწია.
საქსტატმა 2023 წლის თებერვლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც ამ ეტაპზე 5.8%-ს შეადგენს. შედეგად, 2023 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი 7.1%-ია.
2023 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.99 ლარი შეადგინა, რაც 1.4%-ით მეტია 2022 წლის აპრილის მაჩვენებელზე, თუმცა თვიურ ჭრილში, 2023 წლის მარტთან შედარებით, ერთი ხაჭაპურის ღირებულება 8.0%-ით შემცირდა.
მოხმარებელთა განწყობის ინდექსის დინამიკა აღდგა. მომხმარებელთა განწყობის ინდექსი თებერვლის -34-დან