საშუალო ქართული ოჯახი თავისი ბიუჯეტის 40%-ზე მეტს ხარჯავს საკვებზე. აქედან გამომდინარე, ქართველი მომხმარებელი ძალიან მგრძნობიარეა საკვები პროდუქტების ფასებისადმი, რაც მსოფლიო სასაქონლო ბაზარზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, შეიძლება ძალიან კარგიც კი იყოს. მსოფლიო ბანკის უკანასკნელი მონაცემების თანახმად, „2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მაისამდე საკვები პროდუქტების საერთაშორისო ფასები 14%-ით დაეცა და მიაღწია ბოლო ხუთი წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს“.
სტუმართმოყვარეობა ქართული კულტურის ყველაზე მეტად აღიარებული ასპექტია. სტუმრის პატივისცემა ოჯახისთვის სიამაყეა. დედაჩემი პატარა იმერულ ოჯახში გაიზარდა და როგორც ის მიყვება ხოლმე, ბავშვებს არ აძლევდნენ ხოლმე ჭამის უფლებას, მანამ, სანამ სტუმრებს ბოლომდე არ სცემდნენ პატივს, ე.ი. სანამ სტუმრები სათანადოდ არ დანაყრდებოდნენ. სოფლის ყველაზე ღარიბი ოჯახიც კი საკუთარ შესაძლებლობებს (და შემოსავალსაც) კი გადააჭარბებდა იმისთვის, რომ ადგილობრივი დელიკატესების, ხორცის, ბოსტნეულის და სახლის ღვინის სიუხვით სტუმარზე შთაბეჭდილება მოეხდინა.
პროექტი წარმოადგენს 8 შემთხვევის ანალიზის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებსა და კვლევით რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ქართულ სოფლის მეურნეობასა და სურსათის გადამუშავების, მათ შორის, ყურძნისა და ღვინის წარმოების, თხილის, ფრინველის, მარცვლეულისა და სამედიცინო ბალახების, დამწნილებული ხილისა და ბოსტნეულის, ვაშლის კონცენტრატის მრეწველობებში.
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.