გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის სექტორის წილი ქვეყნის მშპ-ში მცირეა, საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის ერთი მეოთხედი სწორედ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე მოდის. შედეგად, საქართველოს ბუნებრივი რესურსების მზარდ გამოყენებას აქვს პოტენციალი, სარგებელი მოუტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წვლილი შეიტანოს საჯარო ფინანსებში.
ამ დიალოგთა სერიის მიზანი - ნათლად დაანახოს დაბრკოლებები, რომლის წინაშეც წარმოების საშუალებების მომწოდებლები, ფერმერები, კოოპერატივები, გადამამუშავებლები, ბაზრის შუამავლები, მომხმარებლები და ექსპორტიორები დგანან სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვში
ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის 2013 და 2014 წლები წარმატებული იყო, რადგან კვლავ გაიხსნა რუსული ბაზარი. ექსპორტი და ყურძნის ფასი უეცრად გაიზარდა. დივერსიფიკაციის შესახებ საუბრების მიუხედავად, სულ რაღაც 2 წელიწადში რუსეთის წილი ქართული ღვინის საერთო ექსპორტში 0-დან 68%-მდე გაიზარდა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.