შეავსე ფორმა
Logo
შეანელე... დასრულდება თუ არა კოშმარი საქართველოს გზებზე?
06 მაისი 2017

21 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები საგზაო მოძრაობის კანონში და საქართველოში ეგრეთ წოდებული ქულების სისტემა შემოიღო. ამ სისტემით თითოეულ მძღოლს ენიჭება 100 ქულა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, გარდა უკვე არსებული ფულადი ჯარიმისა, მძღოლს აკლდება გარკვეული რაოდენობის ქულა.

მოკლედ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე
01 მაისი 2017

პროფესიულ წრეებში ან პოლიტიკის შემმუშავებლებს შორის გამართულ დისკუსიას თუ მოვუსმენთ, ადვილად შევნიშნავთ, რომ ენერგოუსაფრთხოების თემა ხშირად გამოიყენება გარკვეული გადაწყვეტილებების გასამართლებლად ან სექტორში არსებულ პრობლემებზე ხაზის გასასმელად. ენერგოუსაფრთხოება ხშირად ასოცირდება ენერგეტიკულ „დამოუკიდებლობასთან“ – მდგომარეობასთან, რომლისთვისაც მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო მიეღწია.

შვედეთის საგანმანათლებლო კატასტროფა – გაკვეთილი საქართველოსთვის
29 აპრილი 2017

2002-დან 2012 წლამდე შვედეთი საერთაშორისო სტუდენტების შეფასების პროგრამაში (PISA) 16 ადგილით ჩამოქვეითდა და მე-7-დან 23-ე ადგილზე გადანიაცვლა. PISA-ს 2015 წლის გამოკვლევით, შვედეთმა მონაწილე 34 ქვეყანას შორის 28-ე ადგილი დაიკავა მათემატიკაში! როგორც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) წერს: „PISA-ში მონაწილე სხვა არცერთ ქვეყანაში არ გაუარესებულა ასე მკვეთრად სტუდენტების შედეგები განვლილ ათწლეულში“. ვინ არის დამნაშავე?

ნამცხვრის უფრო დიდი ნაჭრის მისაღებად ერთად მუშაობაა საჭირო
24 აპრილი 2017

სოფელი ჩხაკაურა ბახმაროს ცნობილი კურორტისკენ მიმავალ გზაზე, გურიის მთებში მდებარეობს. ეს დასახლება არამხოლოდ ულამაზესი ბუნებით იწონებს თავს, არამედ მშრომელი მოსახლეობითაც, რომელთაგან რამდენიმე უკვე გაგაცანით ჩვენს ბლოგში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, „სამეგობრო 2014-ის“ წარმატებულ ისტორიაზე მოგითხრობთ. მეთევზეებმა ეს კოოპერატივი ოფიციალურად 2014 წელს დაარეგისტრირეს და მას შემდეგ ის სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს.

აპრილი 2017 | კვარტალური ზრდის ჭრილში ცოტა რამ თუ შეიცვალა
20 აპრილი 2017

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2017 წლის აპრილის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შეავსე ფორმა