2014 წლის ბოლოს, ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ქართველ მომხმარებელთა განწყობა მკვეთრად გაუარესდა. 2015 წლის თებერვალში ინდექსი გამყარდა ძალიან დაბალ, -35-30 მაჩვენებელზე და მას შემდეგ ოდნავ გაუმჯობესდა. 2015 წლის ივლისში ეს მცირედი პოზიტიური ტენდენცია შეიცვალა, აგვისტოში კიდევ 4.1 მაჩვენებლით დაეცა და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, -38 პუნქტის სახით.
ნობელის პრემიის ეკონომისტ ლაურეატებს შორისაა ბანგლადეშელი მუჰამედ იუნუსი. მან მიკროკრედიტი გამოიგონა. რას გულისხმობს ეს ცნება? როგორც წესი, ღარიბი ხალხისათვის საბანკო სესხის აღება რთულია. მათი გადახდისუნარიანობა ხომ ასე დაბალია, რადგან არც გირაოდ გამოსადეგ აქტივებს ფლობენ და შესაძლოა მათი მთელი სიმდიდრეც არ აღმოჩნდეს საკმარისი გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკის ზარალის ასანაზღაურებლად.
მომხმარებელთა განწყობის ინდექსი ცდილობს, ასახოს ის მოლოდინები, რომლებიც მომხმარებლებს გააჩნიათ ეკონომიკის შესახებ. ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ოპტიმისტურად განწყობილნი მზად არიან, დახარჯონ მეტი და დაზოგონ ნაკლები, პესიმისტები კი - პირიქით.