02
თებერვალი
2018
შეფასდა პროექტის გავლენა კახეთში მეცხოველეობაში ჩართული მცირე ფერმერული მეურნეობების შემოსავლებზე.
02
თებერვალი
2018
კვლევის მიზანია საქართველოს თხილის მწარმოებელ რეგიონებში (ზუგდიდი, წალენჯიხა, ვანი) ორგანული თხილის სექტორის განვითარების ამჟამინდელი სტატუსის ანალიზი და ღირებულებათა ჯაჭვში მიმდინარე ძირითადი პროცესების შესწავლა წარმოების ეტაპიდან მოყოლებული გადამუშავებამდე და მარკეტინგამდე.
01
თებერვალი
2018
პროექტის ფარგლებში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის პრინციპებზე დაყრდნობით შეიმუშავებს წყლის მართვის ეკონომიკური ინსტრუმენტების განხორციელების პოლიტიკის ალტერნატივებს.
01
თებერვალი
2018
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოძრაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დარეგისტრირებული ფერმერთა ჯგუფები განვითარების ჯერ კიდევ ემბრიონულ სტადიაში არიან. საბჭოთა მემკვიდრეობა და ფერმერებში თანამშრომლობის ადრეული ფორმების (კოლმეურნეობა და საბჭოთა მეურნეობა) მიმართ ნეგატიური განწყობა ნელ-ნელა ქრება და დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში უკვე 1400-ზე მეტი კოოპერატივია დარეგისტრირებული.
01
თებერვალი
2018
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2018 წლის 31 იანვრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.