კვლევის მიზანი საქართველოში არაფორმალური დასაქმების პარადოქსის ახსნაა. პროექტი შრომის ბაზრის კვლევით ინსტიტუტთან (IZA) პარტნიორობით ხორციელდება და საქართველოში ფორმალურ და არაფორმალურ შრომის ბაზრებს შორის კავშირების კვლევას ისახავს მიზნად.
ზრდის დიაგნოსტიკის პროექტი იყენებს კარგად ცნობილ მეთოდოლოგიურ ჩარჩოს, რათა გამოავლინოს ის შეზღუდვები, რომლებიც აფერხებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. აღნიშნული კვლევითი პროექტის მიზანი იყო საქართველოში ეკონომიკური რეფორმების ყველა პოტენციური სფეროს გაანალიზება, საკრედიტო ბაზრებიდან დაწყებული ინფრასტრუქტურაში ადამიანური კაპიტალით დამთავრებული, რის საფუძველზეც უნდა მომზადდეს რეფორმების პრიორიტეტების ყოვლისმომცველი შეფასება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.