შეავსე ფორმა
Logo
საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ზეგავლენის შეფასება
01 იანვარი 2018

კვლევა აფასებს, რა გავლენას ახდენს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში კომპანიების ფინანსურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

დეკემბერი 2017 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
29 დეკემბერი 2017

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2017 წლის დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ხაჭაპურის ინდექსის საახალწლო გამოშვება: ახალი წლის სუფრის ინდექსი – დეკემბერი, 2017
25 დეკემბერი 2017

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2017 წლის დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ცოტაც ბევრია? „უსახელაურის“ ღვინის ამბავი
25 დეკემბერი 2017

ამ ზაფხულს სოფელ ოყურეშში სავენახედ პატარა მიწის ნაკვეთი ვიყიდე, სულ რაღაც 0.15 ჰა. ნოემბერში ამ ნაკვეთზე 700-მდე „უსახელაურის“ ჯიშის ვაზის ნერგი დავრგე, რომელიც მალე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და ძვირფას ყურძენს მომცემს. სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ვაზი გაიზრდება, მე კი, მეზობლების მსგავსად, ისეთი ლამაზი ვენახით დავტკბები, როგორიც ამ ფოტოზეა.

ვის შეხვდება გაზრდილი ნამცხვარის მსუყე ნაჭერი?
23 დეკემბერი 2017

2017 წელი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება საქართველოსთვის 2008 წლის კრიზისის შემდეგ. ეკონომიკის მოსალოდნელი ზრდა დაახლოებით 5%-ია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მოლოდინებსა და ადრეულ პროგნოზებს აჭარბებს. საქსტატის მიერ I და II კვარტლების განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მშპ-ის ყოველწლიური ზრდის პროგნოზი 4.9%-ია. ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ III კვარტალში ეკონომიკა საქსტატის წინასწარ შეფასებაზე (4.4%) მეტად გაიზრდება.

შეავსე ფორმა