2024 წლის თებერვალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,022 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 3%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის თებერვალში სრული წარმოება 987 მილიონი კილოვატსაათი იყო).
საქსტატმა 2024 წლის იანვრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 5.8%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 7.5%-ს მიაღწია.
21 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა საჯარო პრეზეტაციას „პოლარიზაცია ვნებს“, სადაც დამსწრე საზოგადოებას მედიის პოლარიზაციის კვლევის შედეგები წარუდგინა.
მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი აჩვენებს, რომ 2020 წლიდან საქართველოში მედიის პოლარიზაცია იზრდება. ზრდა განსაკუთრებით მწვავე კი 2022 წლის დასაწყისიდან ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი ასახავს მნიშვნელოვან პოლარიზაციას კონკრეტული მოვლენების გარშემო, როგორიცაა, მაგალითად, არჩევნები, მისი რეაქცია სხვადასხვა მოვლენასა თუ განვითარებაზე სხვადასხვაა.
რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო. RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის მიზანია, RIA აქციოს პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების რუტინულ ნაწილად.