გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ეს ანგარიში მომზადდა „საქართველოში ეროვნული სოფლის მეურნეობის ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის ანალიზის“ მანდატით, რომელიც გადაეცა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტს „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემის მოდერნიზაცია“. ეს მანდატი მოიცავს კვლევის სამ უფრო დიდ საკითხს, კერძოდ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის მონაწილეებისა და კავშირების ანალიზს, რაც მოიცავს ვიზუალიზაციას, არსებული სისტემის ძლიერი მხარეებისა და ნაკლოვანებების დადგენას და რეკომენდაციებს გაუმჯობესებისთვის.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კვლევითი ცენტრის გუნდი აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას (RIA) ატარებს. კვლევის შედეგების საფუძველზე, RIA-ის გუნდი წარმოადგენს რეგულაციის ინკლუზიური და მდგრადი განხორციელებისთვის საჭირო პოლიტიკის ვარიანტებს.
2020 წლის 15 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სოფლის მეურნეობის ყოველწლიური სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2019“ გამოაქვეყნა. პუბლიკაციის მიხედვით, 2019 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი ნომინალურ მშპ-ში 7.2% იყო, რაც მცირედით ჩამოუვარდება 2018 წლის მაჩვენებელს (7.8%), თუმცა თანხვედრაშია ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციასთან (საშულოდ, მშპ-ის 7-8%).
2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და თანმდევ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) მოეწერა ხელი, რომელიც განსაზღვრავს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ (Sanitary and Phytosanitary – SPS) ზომებს, სურსათის უვნებლობის სტანდატებსა და ტექნიკურ რეგულამენტს, რაც, ვაჭრობის თვალსაზრისით, ევროპის ბაზრებზე წვდომის აუცილებელი წინაპირობაა.