2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება გაიზარდა და 6.47 ლარი შეადგინა. თვიურ ჭრილში (2023 წლის ოქტომბერთან შედარებით) ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, თუმცა წლიურად (2022 წლის ნოემბერთან შედარებით) 6.9%-ით შემცირდა.
ზრდის ტენდენცია გრძელდება. ოქტომბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) 3.1 პუნქტით გაიზარდა და სექტემბერში დაფიქსირებული -19.5-დან -16.4 პუნქტს მიაღწია. ამჯერად ცვლილება, მეტწილად, მიმდინარე მდგომარეობის ქვეინდექსის ზრდამ განაპირობა, რომელიც 5.5 პუნქტით გაუმჯობესდა. მოლოდინების ინდექსი კი შედარებით მცირედით, 0.5 პუნქტით გაიზარდა.
2023 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება თვიურ ჭრილში გაიზარდა და 6.13 ლარი შეადგინა. ოქტომბრის საშუალო ფასი 4.2%-ით მაღალია წინა თვესთან (2023 წლის სექტემბერთან) შედარებით და 6.8%-ით დაბალი – წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (2022 წლის ოქტომბერთან) შედარებით.
2023 წლის სექტემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,118 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 6%-იან კლებას წარმოადგენს (2022 წლის სექტემბერში სრული წარმოება 1,194 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური კლება ჰიდროელექტროსადგურების (-7%) და თბოელექტროსადგურების (-5%) გამომუშავების კლებამ განაპირობა, მაშინ როცა ქარის ელექტროსადგურების (+10%) გამომუშავება გაიზარდა.
მომხმარებელთა განწყობა იზრდება. ზაფხულის განმავლობაში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) ახალი, შედარებით მაღალი დონის გარშემო მერყეობდა, რომელიც ივნისში დაფიქსირდა. 2023 წლის სექტემბრისთვის CCI 1.8 პუნქტით გაიზარდა და -19.5-ს მიაღწია, აგვისტოსთან შედარებით, როდესაც მაჩვენებელი -21.3 პუნქტს შეადგენდა.