თელავი, ყოფილი კახეთის სამეფოს დედაქალაქი ლამაზი ქალაქია, საიდანაც ალაზნის ველისა და კავკასიის მთების წარმტაცი ხედები იშლება. XVIII საუკუნეში მეფე ერეკლე სამეფოს თელავიდან მართავდა. სასახლე დღემდე შემორჩა, მეფე ერეკლეს ქანდაკება კი ამაყად დგას ქალაქის მოედანზე. ქალაქის მაცხოვრებლებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თელავი საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის დედაქალაქია.
საქართველოში კოოპერატივების განვითარება 2013 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროექტით დაიწყო, რომლის მთავარი კომპონენტიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2017 წლის 16 ოქტომბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2017 წლის 15 ოქტომბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
სულ ახლახანს ქართველი საზოგადოების ყურადღება იშვიათმა მოვლენამ მიიპყრო: პირველად უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში, მუდისის ინვესტორების სერვისმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2-დან Ba3-მდე გაზარდა, ქვეყნის პერსპექტივა კი კვლავ „სტაბილურად“ შეაფასა. ახალ ამბავს ქვეყანა დიდი სიხარულით შეხვდა, მაგრამ სულ მალე ეს სასიხარულო სიახლე გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს ჩამოქვეითებამ დაჩრდილა, ისე, რომ ვერც კი მოვასწარით, სრულად დაგვეფასებინა და გაგვეაზრებინა მუდისის რეიტინგის გაზრდის მნიშვნელობა.