25
დეკემბერი
2017
ამ ზაფხულს სოფელ ოყურეშში სავენახედ პატარა მიწის ნაკვეთი ვიყიდე, სულ რაღაც 0.15 ჰა. ნოემბერში ამ ნაკვეთზე 700-მდე „უსახელაურის“ ჯიშის ვაზის ნერგი დავრგე, რომელიც მალე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და ძვირფას ყურძენს მომცემს. სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ვაზი გაიზრდება, მე კი, მეზობლების მსგავსად, ისეთი ლამაზი ვენახით დავტკბები, როგორიც ამ ფოტოზეა.
23
დეკემბერი
2017
2017 წელი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება საქართველოსთვის 2008 წლის კრიზისის შემდეგ. ეკონომიკის მოსალოდნელი ზრდა დაახლოებით 5%-ია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მოლოდინებსა და ადრეულ პროგნოზებს აჭარბებს. საქსტატის მიერ I და II კვარტლების განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მშპ-ის ყოველწლიური ზრდის პროგნოზი 4.9%-ია. ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ III კვარტალში ეკონომიკა საქსტატის წინასწარ შეფასებაზე (4.4%) მეტად გაიზრდება.
20
დეკემბერი
2017
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2017 წლის დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
18
დეკემბერი
2017
ეს წელიწადის ის დროა, როდესაც ჩვენს ნაკლოვანებებსა და სისუსტეებს ვუღრმავდებით და ვეძებთ, რა შეიძლება დადებითად შევცვალოთ ახალი წლიდან. ჩვენს წარმოდგენაში არსებობს ძველი მე, რომელსაც ძველ წელში დავტოვებთ, 2018 წელს კი დაიბადება ახალი მე, რომელიც უფრო ჯანმრთელი, უფრო ჭკვიანი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფრო ბედნიერი იქნება. ამისთვის კი საჭიროა, მოვიფიქროთ ჯადოსნური მიზნები, რომლებიც დაგვეხმარება ამ ყველაფრის მიღწევაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენგანს შეიძლება არც კი გვჭირდებოდეს ახალი საახალწლო მიზნების მოგონება.
15
დეკემბერი
2017
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ფასების ინდექსის 2017 წლის 15 დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.