შეავსე ფორმა
Logo
ინოვაციებზე, ყავახანებსა და ქართულ სუფრებზე
01 ოქტომბერი 2015

სტივ ჯონსონის (პოპულარული ამერიკელი სამეცნიერო მწერალი და მედიის თეორეტიკოსი, ავტორი წიგნისა „საიდან იბადება კარგი იდეები“) აზრით, ყავასა და ყავახანებს დიდი წვლილი მიუძღვის ევროპის სამეცნიერო და ინდუსტრიულ რევოლუციაში. პირველი ყავახანა ლონდონში 1650 წელს გაიხსნა და მალევე სოკოსავით მოედო დანარჩენ ევროპას. ყავახანას ორი დადებითი გავლენა ჰქონდა: პირველი, ის იყო (საშინლად დაბინძურებული) წყლისა და (იმ დროისთვის ფართოდ გავრცელებული) ალკოჰოლის ჯანსაღი ალტერნატივა.

ქართველი ფერმერების რუსული რულეტი
26 სექტემბერი 2015

2015 წლის 20 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა მოსავალი და ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ კახეთში. მხოლოდ ყვარელში სეტყვამ 1300 ჰექტარი საფერავი და 1000 ჰექტარი რქაწითელი გაანადგურა, რითიც 500-ზე მეტი გლეხი დააზარალა. ეს მხოლოდ ნაწილია ბოლო წლებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფებისა, რაც ქართველ გლეხებს დაატყდათ თავს.

უძრავი ქონების გაყიდვების ბაზარზე ლარის გაუფასურების ფონზე აღდენის ნიშნები შეიმჩნევა | დეკემბერი, 2015
23 სექტემბერი 2015

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის 2015 წლის დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

მოსახლეობის კლება საქართველოში
21 სექტემბერი 2015

გაეროს მოსახლეობის პროგნოზების (მუდმივი ნაყოფიერების სცენარის) თანახმად, საუკუნის ბოლოსთვის საქართველოს მოსახლეობა 2.8 მილიონამდე შემცირდება. 2013 წელს საქართველო იყო იმ 19 ქვეყანას შორის, რომელთა მოსახლეობამაც, წინა წელთან შედარებით, იკლო. ამას თან ერთვის დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში მკვეთრადაა გამოხატული ვაჟების სასარგებლოდ.

განწყობა მნიშვნელოვანია!
18 სექტემბერი 2015

2014 წლის ბოლოს, ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ქართველ მომხმარებელთა განწყობა მკვეთრად გაუარესდა. 2015 წლის თებერვალში ინდექსი გამყარდა ძალიან დაბალ, -35-30 მაჩვენებელზე და მას შემდეგ ოდნავ გაუმჯობესდა. 2015 წლის ივლისში ეს მცირედი პოზიტიური ტენდენცია შეიცვალა, აგვისტოში კიდევ 4.1 მაჩვენებლით დაეცა და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, -38 პუნქტის სახით.

შეავსე ფორმა