31 მაისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, რომელზეც მსოფლიო ბანკმა კვლევა „სოფლის მეურნეობის, მიწის და წყლის მართვის პოლიტიკა საქართველოში მდგრადი აგროსასურსათო სისტემების მასშტაბის გაზრდის მიზნით“ წარადგინა.
19 მაისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერითა და მონაწილეობით, ბათუმში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.
13 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა ღონისძიებას „ომი უკრაინაში: გამოწვევები, რისკები და გავლენა ქართულ ეკონომიკაზე“. ღონისძიებამ ერთ სივრცეში მოუყარა თავი კვლევით ორგანიზაციებს, ექსპერტებს, საჯარო და კერძო სექტორების ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სასტუმრო რუმსში გამართულ ღონისძიებას 170 ადამიანი დაესწრო, ფეისბუქზე გასულ ლაივს კი 160 ადამიანი ადევნებდა თვალს.
2021 წლის 9 დეკემბერს, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ონლაინ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და პანდემიის დროს დისტანციური მუშაობის კვლევის შედეგები მიმოიხილა, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინიციატივით გაიმართა და პალატის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი წარადგენს რეფორმეტრს – ქართული რეფორმების პროგრესის შეფასების პლატფორმას, რომელიც ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს აწვდის ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის რეფორმები დასახულ მიზნებთან მიმართებაში.