გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ISET-ში ვასწავლით ეკონომიკას, სადაც სტუდენტები იყენებენ მათემატიკის ენას ეკონომიკური ქცევებისა (მიკროეკონომიკა) და მაკროეკონომიკური სისტემების ანალიზისთვის. ISET დაარსდა თბილისში, ამიტომ ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული ისეთი ქართული საგანმანათლებლო ინსტიტუტების აღმავლობაზე, როგორიცაა სკოლები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა თუ სხვა უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2015 წლის 24 აპრილის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველას სჯეროდა, რომ ტურიზმი გახდებოდა საქართველოს „ლოკომოტივი“ სექტორი. შევარდნაძის მთავრობამ ვერ შეძლო ამ პოტენციალის განვითარება, სამაგიეროდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ტურიზმი გახდა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. 2005 წლის შემდეგ, ყოველ წელს მხოლოდ ტურიზმის პირდაპირი გავლენა (ტურისტების მიერ დახარჯული ფული) საქართველოს მთლიანი მშპ-ის 6-7% იყო.
ბევრ კულტურაში არსებობს მოლოდინი, რომ ამ კულტურის წარმომადგენელი იქორწინებს თავისივე ჯგუფის წევრთან. ამ მოლოდინის არგამართლება, სულ მცირე, გამოიწვევს რეპუტაციის დაკარგვას. ეს ძალიან კარგად არის ნაჩვენები დოვერ კოსაშვილის ფილმში „დაგვიანებული ქორწინება“, რომელშიც იუმორით არის წარმოჩენილი ისრაელში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ებრაელი, რომლის მშობლებსაც უნდათ, რომ მან „სწორ“ ქალზე იქორწინოს (ფილმში მოცემულია ვრცელი დიალოგები იუდეურ-ქართულად, გაქრობის პირას მყოფ კიდევ ერთ ენაზე).