საქართველოში ჩამოსულ ფრანგი ფერმერის შვილს შეიძლება ეგონოს, რომ ქართული სოფლები ძროხებს აქვთ დაპყრობილი. აქ ყველგან ნახავთ პატარ-პატარა ნახირებად მოსიარულე ცხოველებს. ძროხები, დეკეულები და ხბოები, ყველა ერთად დადის და მენახირის მეთაურობით დაეძებს თითოეულ ბღუჯა ბალახს. საოცარ ხედებთან, საფერავთან, ხინკალსა და მწვადთან ერთად, ქართული სოფელი მოულოდნელობებით აღსავსე და საინტერესო სანახავია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის მე-7 ანგარიში, რომელიც 2017 წლის ივლის-სექტემბრის მონაცემებს მიმოიხილავს, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის მე-6 ანგარიში, რომელიც 2017 წლის აპრილ-ივნისისი მონაცემებს მიმოიხილავს, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
საქართველო პოპულარული ტურისტული ადგილი გახდა – 2016 წელს ქვეყანამ 6.3 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. 2017 წლის მაისში, საერთაშორისო ტურისტების (ვინც ქვეყანაში 24 საათი და მეტი ჩერდება) რაოდენობა წლიური 19%-ით გაიზარდა (2016 წლის მაისთან შედარებით). რა თქმა უნდა, ქვეყნის ძირითად სასაზღვრე პუნქტად კვლავ თბილისის აეროპორტი რჩება, თუმცა მაისში ბათუმის აეროპორტმა გაუსწრო ქუთაისის აეროპორტს, რომელიც დაბალფასიანი ფრენებითაა პოპულარული – ბათუმის აეროპორტში ჩამომსვლელების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.
ძველ საბჭოთა ფილმში „ერთხელ 20 წლის შემდეგ“ 10 შვილის დედა, რომელმაც ადგილობრივ მაღაზიაში უამრავი ტანსაცმელი და სურსათი შეიძინა, მაღაზიის ადმინისტრატორს ის სპეკულატორი ეგონა და როგორც კი ქალმა მაღაზია დატოვა, პოლიციაში დარეკა. ქალი დაჭერას გადაურჩა, როდესაც გაირკვა, რომ ამდენი საქონელი მხოლოდ თავისი დიდი ოჯახისთვის და არა გადასაყიდად შეეძინა.