მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (Consumer Confident Index – CCI) მონიტორინგს უწევს ქართველთა დამოკიდებულებას როგორც პირადი ფინანსური მდგომარეობის, ისე მთელი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართ. უხეშად რომ ვთქვათ, ინდექსი გამოითვლება 12 კითხვაზე მიღებული დადებითი და უარყოფითი პასუხების სიხშირეთა სხვაობებით, კითხვები კი მოიცავს ოჯახების მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყნის ისეთ ზოგად ეკონომიკურ პარამეტრებს, როგორიცაა ინფლაცია და უმუშევრობა.
ტემპელჰოფერ ფელდი ბერლინელების საყვარელი საზოგადოებრივი სარეკრეაციო სივრცეა. ტემპელჰოფერ ფელდი უბრალო პარკი როდია. ის არის პარკი, რომელიც აეროპორტის ადგილას გაშენდა. 2008 წელს, როდესაც თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ტემპელჰოფერის აეროპორტი დაიხურა, ბერლინმა ქალაქის ცენტრში, 386 ჰექტარზე (!) გადაჭიმული ღია სივრცე სარგებლობისთვის საზოგადოებას გადასცა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი, ნორბერტო პინიატის ხელმძღვანელობით საქართველოში შემუშავებული საპენსიო რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე (RIA) მუშაობს.
ყველა შეცდა, ვინც კი პროგნოზს აკეთებდა: პროფესიონალიც და მოყვარულიც. ბრექსიტი ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. როგორც ბუკმეიკერებმა (ადამიანები, რომელიც ორგანიზებას უწევენ ფსონების დადებას პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სპორტში მოვლენების განვითარებაზე) გვაუწყეს, სამჯერ მეტი ფული დაიდო ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენაზე, ვიდრე მის გასვლაზე.
ეს პროექტი, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტოსა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა, მიზნად ისახავს ქართულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო განათლების გაძლიერებას.