შეავსე ფორმა
Logo
ბიზნესის განწყობის ინდექსი: ბიზნესის განწყობა წლის ბოლოს გაიზარდა
27 ოქტომბერი 2025

2025 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 9.0 პუნქტით გაიზარდა და 7.5-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება სოფლის მეურნეობისა (21.1) და მშენებლობის (18.5) სექტორებში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: უარყოფითი განწყობა შენარჩუნებულია
25 ივლისი 2025

2025 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.2 პუნქტით შემცირდა და -1.5-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება საფინანსო (-19.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება პესიმისტურმა მოლოდინებმა და ასევე მცირედით გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

II კვარტალი, 2024 მაკრო მიმოხილვა | სექტორული ცვლილებებისა და ვალუტის სტაბილურობის ფონზე მშპ-ის ძლიერი ზრდა
02 ოქტომბერი 2024

საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნომინალური მშპ 22,101.7 მლნ ლარს შეადგენდა, მშპ-ის ზრდის წლიური მაჩვენებელი 9.6%, ხოლო მშპ-ის დეფლატორი – 2.5% იყო. ეს ზრდა სხვადასხვა სექტორში დამატებული ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდით იყო განპირობებული: მასპინძლობასთან და კვებით სექტორთან დაკავშირებული საქმიანობა გაიზარდა 35.7%-ით, განათლება – 21.3%-ით, შინასამეურნეო საქმიანობა, როგორიცაა დამსაქმებლებისა და მწარმოებლების მიერ პირადი მოხმარებისათვის საქონლის წამოება და მომსახურებების გაწევა – 17.3%-ით, ტრანსპორტირება და სასაწყობო საქმიანობა – 16.1%-ით, საჯარო ადმინისტრირება და თავდაცვა, მათ შორის სოციალური უსაფრთხოება – 13.3%-ით, მშენებლობა – 13%-ით.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: უმნიშვნელოდ გაუარესებული განწყობები
19 თებერვალი 2024

2024 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.4 პუნქტით შემცირდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-15.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: ბიზნესის საზაფხულო განწყობა
28 ივლისი 2022

2022 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.6 პუნქტით გაიზარდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება (+13.8) მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

შეავსე ფორმა