ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის განმარტების თანახმად, ბიომრავალფეროვნება გულისხმობს „ყველა სახეობის ცოცხალი ორგანიზმის, მათ შორის, ხმელეთზე, ზღვებსა და წყლის სხვა ეკოსისტემებსა თუ ეკოლოგიურ კომპლექსებში მაცხოვრებელი ცოცხალი ორგანიზმების ცვალებადობას; ის ასევე მოიცავს მრავალფეროვნებას სახეობებში, სახეობებს შორის და ეკოსისტემებში“. ზოგადად კი, კონვენცია ეხება არსებული ეკოსისტემებისა და დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას.
ეკოლოგიური და ინდუსტრიული ცვლილებების ხანაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არამხოლოდ იცავს სახეობებსა და მათ ჰაბიტატებს, არამედ ეკოსისტემური სერვისების სახით სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის. ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებისა თუ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონზე მუშაობა.
On Monday, January 22, the Agricultural Policy Research Center (APRC) presented the results of the Regulatory Impact Assessment (RIA) of the Draft Law of Georgia on Biodiversity to the stakeholders.
კვლევის მიზანია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეაფასოს ინტეგრირებული ბიომრავალფეროვნების მართვის სამხრეთ კავკასიის პროგრამის მიერ ახმეტაში/თუშეთის რეგიონში განხორციელებული საპილოტე პროგრამები.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი გუნდი მუშაობს ბიომრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე (RIA). ეს პროექტი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია RIA-ის მეთოდოლოგიაში მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინება.