MOLI-ს ეფექტურობის შეფასება

შეფასდა პროექტის გავლენა კახეთში მეცხოველეობაში ჩართული მცირე ფერმერული მეურნეობების შემოსავლებზე.
სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილების საადაპტაციო ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი გუნდი მუშაობს კვლევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმირებას საქართველოს სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილების საადაპტაციო ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზზე.
ალიანსის პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის საპილოტე ანალიზი

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი არის ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა ალტერნატივასთან დაკავშირებული დანახარჯები და სარგებელი. აღნიშნული ინსტრუმენტით შესაძლებელია, სისტემატურად დავითვალოთ საინვესტიციო კაპიტალის სხვადასხვა ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.