COVID-19-ის პანდემიამ არაერთი მიმართულებით შეცვალა ჩვენი ცხოვრება და შეხედულება იმაზე, თუ რამდენად ვაფასებთ უშუალო ურთიერთობებს, პერსონალური სივრცის მნიშვნელობას, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას და ა.შ. ამ დამოკიდებულებებისა და სოციალური ცვლილებების ნაწილი შეიძლება პანდემიის შემდეგაც დარჩეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად. საინტერესოა, რომ ხანგრძლივმა შეზღუდვებმა უამრავ ადამიანს დაანახა ეკონომიკური ცხოვრების მანამდე „დაფარული“ ერთი მხარე, რასაც ეკონომისტები არაანაზღაურებად ზრუნვას ვუწოდებთ.
მსოფლიო ბედნიერების 2017 წლის ანგარიშში, ადამიანების ბედნიერების მიხედვით საქართველოს 125-ე ადგილი უჭირავს 155 ქვეყანას შორის. 0-10 ქულიან ბედნიერების შკალაზე, საქართველომ მხოლოდ 4.29 ქულა მიიღო. ქვემოთ მოცემული სურათი აჩვენებს როგორც საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების რეიტინგსა და ქულებს, ისე მსოფლიოს ყველაზე კარგი და ცუდი შედეგების მქონე ქვეყნებს. ბედნიერების რეიტინგში საუკეთესო ხუთი ქვეყანაა: ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია და ფინეთი.
2014 წელს საქართველოში დასაქმებულთა 22% აცხადებდა, რომ უწევდა ზეგანაკვეთური შრომა, ანუ მუშაობდა კვირაში 40 საათზე მეტს. ერთი შეხედვით, ეს მაინცდამაინც შემაშფოთებლად არ ჟღერს, მაგრამ, როგორც ყველა საშუალო მაჩვენებელი, ესეც მალავს ზეგანაკვეთური შრომის გეოგრაფიულ ვარიაციას. ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობს კვირაში 40 საათზე მეტს ისეთ ადგილებში, სადაც თითქმის არ არსებობს სამსახურები, მაგალითად კახეთსა და რაჭაში.
ერთი წლის წინ, 2014 წლის მარტში, ისრაელის საელჩომ საქართველოში ქართულ-ებრაულ ფორუმზე გამოსასვლელად მიმიწვია. ბევრი მიზეზის გამო ჩემი პრეზენტაცია 1977 წელზე საუბრით დავიწყე. ამ მიზეზთაგან ერთ-ერთი პირადი იყო – ამ წელს ჩემი ოჯახი სანკ-პეტერბურგიდან საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ 1977 წლის ისრაელი ძალიან ბევრი რამით (თუმცა ყველაფრით არა) ჰგავს დღევანდელ საქართველოს.
ბლოგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.