ქარსაფარი ზოლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

ქარსაფარ ზოლებს დადებითი ზეგავლენა აქვს მდგრადი განვითარების ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ქარსაფარი ზოლების დადებითი ზეგავლენა აღიარებულია დაინტერესებული მხარეების მიერ, საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, ქარსაფარი ზოლების უმეტესობა დღეს განადგურებულია და საჭიროებს რეაბილიტაცია.
ქარსაფარი ზოლის შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა ჩაატარა ქარსაფარი ზოლის კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) და წარმოადგინა რეკომენდაციები წარდგენილი რეგულაციის ინკლუზიური და მდგრადი ფორმით განხორციელების პოლიტიკის სხვადასხვა ალტერნატივაზე.