COVID-19-ის სოციალური ეფექტი – უნივერსალური დახმარების შემოღების საფუძველი?
16
აპრილი
2020
COVID-19-ის პანდემიამ, ჯანდაცვის სისტემაზე ზემოქმედების გარდა, ეკონომიკური შოკების მეშვეობით, უკვე მთელ მსოფლიოში მიაღწია შრომის ბაზრებამდე. 2020 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემები გლობალური უმუშევრობის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს, რაც 2020 წლის მეორე კვარტალში სამუშაო საათების 6.7%-ით შემცირებას გამოიწვევს, ეს კი 195 მილიონი სრული განაკვეთის სამუშაო ადგილის ტოლფასია.