
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის ნოემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 7.5%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებული ზრდა 8.7% შეადგენს, მეორე კვარტლის – 9.7%, მესამე კვარტლის – 11%. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან ნოემბრამდე რეალური მშპ-ის საშუალო ზრდა 9.4%-ს შეადგენს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ეს პუბლიკაცია მოიცავს უცხოურ ვალუტაში საქართველოს მთლიან საერთაშორისო რეზერვებთან დაკავშირებული მოვლენების მიმოხილვას, წარმოდგენილია მოსაზრებები რეზერვების ადეკვატურობის ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით. მიმოვიხილავთ მოსაზრებებს მზარდი პოლიტიკური გაურკვევლობის ფარგლებში ცენტრალური ბანკის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთანს დაკავშირებულ პრინციპებზეც. აღმოჩნდა, რომ, სავარაუდოდ, არსებული საერთაშორისო რეზერვები არ არის საკმარისი ხანგრძლივი პოლიტიკური გაურკვევლობით განპირობებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ცოტა ხნის წინ 500 მილიონ აშშ დოლარად 7 ტონა მაღალი ხარისხის მონეტარული ოქრო შეიძინა, რაც ეროვნული ბანკის მთლიანი რეზერვების დაახლოებით 11%-ს შეადგენს. ეს იყო პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველოს სავალუტო რეზერვებს ოქრო დაემატა.