30
ივნისი
2021
პოლიტიკის დოკუმენტი აჯამებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ოჯახში დასაქმებულების შესახებ 189-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირებაზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მთავარ მიგნებებს. კონვენცია მიზნად ისახავს ყველასთვის ღირსეული შრომის უზრუნველყოფასა და ოჯახში დასაქმებულების ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
31
მაისი
2021
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ (189) მიზნად ისახავს, ყველასათვის ღირსეული შრომის უზრუნველყოფასა და ოჯახში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას. ოჯახში დასაქმებულთა წვლილი მნიშვნელოვანია ეკონომიკაში, რადგან ისინი კრიტიკული მნიშვნელობის სერვისებს სთავაზობენ შინამეურნეობებს, საშუალებას აძლევენ მათ წევრებს, სახლის გარეთ იმუშაონ, ჩაერთონ როგორც შრომის ბაზარზე, ასევე საგანმანათლებლო და სოციალურ აქტივობებში.
01
ოქტომბერი
2019
პროექტის პირველი კომპონენტი მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამის ეროვნულ ინსტიტუციებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას, რათა შემუშავებულ იქნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 183-ე (დედობის დაცვის შესახებ), 156-ე (საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულების შესახებ) და 189-ე (ოჯახში დასაქმებულების შესახებ) კონვენციების რატიფიცირებაზე რეგულირების ზეგავლენის შეფასება.