23
მარტი
2026
ეკონომიკური აქტივობა 2025 წლის ბოლომდე ძლიერი იყო, თუმცა ზრდის ტემპის ნორმალიზაცია გრძელდებოდა. წინასწარი შეფასებებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 2025 წელს 7.5% შეადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გამოშვება კვლავ საქართველოს გრძელვადიან ტრენდს აღემატებოდა, მაშინაც კი, როცა ეკონომიკა თანდათანობით პოტენციურ დონეს უახლოვდებოდა.
20
მარტი
2026
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ კვარტალში 5.1%-ით, მეორე კვარტალში კი 6.3%-ით გაიზარდოს. 2026 წლის წლიური ზრდა პესიმისტურ სცენარში 4.9%-ს, ხოლო ოპტიმისტურ ან საშუალო გრძელვადიან სცენარში 6.3%-ს შეადგენს.
20
თებერვალი
2026
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ კვარტალში 5.1%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 6.3%-ით გაიზრდება. 2026 წელს წლიური ზრდა ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში 4.9%-ია, ხოლო საუკეთესო ან საშუალო გრძელვადიანი ზრდის სცენარის შემთხვევაში – 6.3%-ით.
23
იანვარი
2026
მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარება საქართველოში მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თბილისში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 1/3, იქმნება მშპ-ის 53% და ქალაქი ზრდას განაგრძობს. ეს კი იმის ფონზე, რომ მუნიციპალიტეტებში, გამონაკლისის გარდა, მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, სიღარიბის და უმუშევრობის დონე მაღალია და ეკონომიკა ნელა ვითარდება. საქართველოს მოსახლეობის 45.6% სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში 8.3 აშშ დოლარს ან ნაკლებს მოიხმარს (2021 წლის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით).
20
იანვარი
2026
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 6.6%-ით, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 5.2%-ით ზრდა. ჩვენი პროგნოზის თანახმად, 2025 წელს წლიური ზრდა 7.6% იქნება.