ბიზნესის განწყობის ინდექსი: ჯიუტი პესიმიზმი!
04
თებერვალი
2019
2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუარესდა და 22.6 პუნქტამდე შემცირდა, რაც 7.4 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირება განპირობებულია როგორც მოლოდინების, ისე გასული სამი თვის განმავლობაში საქმიანობის გაუარესებით ბიზნესის მრავალ სექტორში.