29
იანვარი
2024
2024 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება გაიზარდა და ქალაქების მიხედვით 6.40 (ბათუმი) და 7.11 (თბილისი) ლარს შორის მერყეობს, საშუალო ღირებულებამ კი 6.62 ლარი შეადგინა. იანვრის ინდექსი 2%-ით აღემატება 2023 წლის დეკემბრის მაჩვენებელს. წლიურ ჭრილში კი, 2023 წლის იანვართან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსის ღირებულება 4.6%-ით არის შემცირებული.
06
თებერვალი
2023
2023 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურ ჭრილში გაიზარდა და 6.88 ლარსა (ბათუმი) და 7.25 ლარს (თელავი) შორის მერყეობდა. ხაჭაპურის საშუალო ფასმა 6.93 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვრის მაჩვენებელს 19.7%-ით აღემატება.
04
ნოემბერი
2022
2022 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება გაიზარდა როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში და 6.18 ლარსა (ბათუმი) და 7.49 ლარს (თელავი) შორის მერყეობდა. საშუალო ღირებულებამ კი 6.57 ლარი შეადგინა, რაც 2.6%-ით აღემატება წინა თვის (2022 წლის სექტემბერი) და 28.6%-ით აღემატება წინა წლის (2021 წლის ოქტომბერი) მაჩვენებელს.
23
აგვისტო
2021
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის მე-20 ანგარიში, რომელიც 2021 წლის აპრილ-ივნისის მონაცემებს მიმოიხილავს, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
10
ივნისი
2021
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის მე-19 ანგარიში, რომელიც 2021 წლის იანვარ-მარტის მონაცემებს მიმოიხილავს, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.