შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორია
უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორია საქართველოში უძრავი ქონების ბაზარს შეისწავლის. გაყიდვების, მიწოდების და ფასების დინამიკის გარდა, REMLAB-ის მთავარი პროდუქტი უძრავი ქონების ფასების ინდექსია. ეს ინდექსი უძრავი ქონების რეალურ ღირებულებას ასახავს. როდესაც უძრავი ქონების ფასებს ვაანალიზებთ, პირველი, რას
აც ვაფასებთ, არის საშუალო ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე. თუმცა, საშუალო ფასი შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ უკეთესი ხარისხის ქონების გაყიდვები (მეტი ბინა ცენტრალურ უბნებში ან უკეთესი რემონტით) გაიზრდება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად ფასები უძრავ ქონებაზე გაიზარდა. უძრავი ქონების ინდექსი იმისთვისაა საჭირო, რომ ფასების რეალური ცვლილება დადგინდეს. ინდექსი გამორიცხავს „ხარისხის ეფექტს“ და მისი მეშვეობით უძრავი ქონების ფასის რეალურ დინამიკაზე ხდება დაკვირვება.
მეტის ნახვა... დახურვა
ფილტრაცია:
-დან
- მდე
შეავსე ფორმა