25
აპრილი
2014
ქართული ჩურჩხელა: ფიქრები ტრადიციულ ჩარჩოებს მიღმა
ეს არის ქართული ჩურჩხელა, ტკბილეული, რომელიც მზადდება ძაფზე აცმული თხილის ან კაკლის ფქვილით გასქელებულ ყურძნის წვენში, იგივე თათარაში ანუ ფელამუშში ამოვლებით და შემდეგ მზეზე გაშრობით. რეალურად არსებობს მხოლოდ 2-3 სახეობის ჩურჩხელა. ზოგს ჩურჩხელის კეთება უკეთ გამოსდის, ზოგს — უარესად, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდული ჩურჩხელები ერთმანეთისგან არსებითად მაინც არ განსხვავდება.